მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ქვეყანაში [პოლიტიკურად] არაფერი შეიცვალა, ჩვენ უბრალოდ ფუნქციონირებას შევწყვეტთ“ - Profesio

პროფესიო

რუსთავში მოქმედი სოციალური სივრცე "პროფესიო" გაჩერების საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ სოციალური კაფე-ბარის "პროფესიოს" დამფუძნებელმა, გიორგი თვალიაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

სოციალური კაფე-ბარი "პროფესიო" რუსთავში 2022 წლიდან ოპერირებს. მისი მიზანია რუსთავში თავისუფალი სივრცის შექმნა, რომელშიც დასაქმებული იქნებიან ახალგაზრდები მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სიღარიბის ზღვარს მყოფი მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არ სწავლობენ და არ აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.

სოციალური სივრცის დამფუძნებლის განმარტებით, საქართველოში ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, შესაბამისად დაგეგმილი პროექტების დროებით შეჩერდა. ამასთან, აღარ იგეგმება არანაირი ინფრასტრუქტურული განვითარება, რადგან მომავალი პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა.

„საქართველოში ძალიან არაპროგნოზირებადი გარემოა. სხვადასხვა პროექტები გვქონდა დაგეგმილი, რომელიც დროებით შევაჩერეთ. იმედია, რომ ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება და ჩვენ ყველა აქტივობა გაგრძელებას ისევ შევძლებთ. ჩვენ არ ვართ შპს, ჩვენ ვართ აიპი ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ რუსულ კანონზე არ დავრეგისტრირებულვართ. თუ [პოლიტიკურად] არაფერი შეიცვალა, უბრალოდ ჩვენ შევწყვეტთ ფუნქციონირებას და ვეღარ გავაგრძელებთ ოპერირებას, რადგან რეგისტრაციას მოგვთხოვენ და დამატებით ისეთი ხარჯების გაწევას, რაც ჩვენი ტიპის ორგანიზაციას არ გააჩნია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსთავს კიდევ ერთი სივრცე დააკლდება, რომელიც სრულიად აპოლიტიკური ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია“, - აცხადებს დამფუძნებელი და დასძენს, რომ ამჟამად სოციალურ სივრცეში საგანმანათლებლო კუთხით აქტივობა და მასტერკლასები შეჩერებულია.

ინფორმაციისთვის, სოციალური კაფე-ბარი "პროფესიო" რუსთავში 2022 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიხსნა. მათი მიზანი იყო რუსთავში ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ადამიანებს პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებასა და დროის სწორად ორგანიზებაში დაეხმარებოდათ. აღსანიშნავია, რომ სივრცის მოწყობა გარდა ფინანსური, ამასთან დიდ ადამიანურ კაპიტალსაც მოიცავდა, რომლებიც კაფეს მშენებლობისას მოხალისედ მუშაობდნენ. ჯამში, თუ ადამიანური კაპიტალის მონეტიზაციასაც მოვახდენთ, ინვესტიცია დაახლოებით 200 000 ლარს შეადგენს. ობიექტი საშუალოდ 80-100 ადამიანს იტევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები