მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ რესტორნები თვითნებურად გაიხსნებიან, ამას სანქციები მოჰყვება - შრომის ინსპექტორი

601be3dde30b5
ინგა მურუსიძე
04.02.21 16:17
834
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, თუკი რესტორნები თვითნებურ ოპერირებას დაიწყებენ, პირველ ჯერზე ჯარიმა ელოდებათ, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაძლოა, ობიექტი დაილუქოს.

ბექა ფერაძემ განცხადება რესტორატორებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. როგორც ცნობილია, რესტორნების ნაწილი 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას გეგმავს.

„დღეს ვიმსჯელებთ იმ გამოწვევებზე, რაც მათი მხრიდან დასახელდა. ხელისუფლება და საკოოდინაციო საბჭო, ეტაპობრივად მიჰყვება თანმიმდევრულ გეგმას და დღეს კიდევ ერთხელ გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები გახსნისკენ. მოლოდინი გვაქვს, რომ შეხვედრა იქნება კოსნტრუქციული და შაბათს ყველა გამოწვევა დღის წესრიგიდან მოიხსნება. თუ ვნახავთ, რომ ნებისმიერი ბიზნესი ოპერირებას მოახდენს თვითნებურად, რეაგირება იქნება მკაცრი. როგორც იცით, პირველ ეტაპზე კანონის დარღვევაზე ჯარიმა არის 10 ათასი ლარი, ხოლო განმეორებით ეს იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, მათ შორის შესაძლოა, მოხდეს ობიექტის დალუქვა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები