მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტს ეფექტური მართვა სჭირდება და თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული
„საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტი 2019-2020 წლებში იქნება დაახლოებით 27 მლრდ ლარი. ეს არაა საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ, თუმცა ამ რესურსს სჭირდება ეფექტური მართვა. თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, საზოგადოებას ვაჩვენოთ შეპირებული შედეგი, გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ის არ დააყოვნებს. ჩვენ მომავალში უნდა ვიხელმძღვანელოთ რიცხვებით და შედეგებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რაც გითხარით“ - განაცხადა მან.

























