მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ სამსახურიდან გაგიშვებენ - რა უნდა იცოდეთ?

საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად, საქართველოს უნივერსიტეტმა 200 000 ლარიანი ფონდი შექმნა. როგორც უნივერსიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ფონდიდან 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება.

28 ნოემბრიდან დღემდე პრემიერის გადაწყვეტილებას გაემიჯნა საჯარო სამსახურებში დასაქმებულების ნაწილი, მათ შორის ასობით საჯარო მოხელე თბილისის მერიიდან, ეროვნული ბანკიდან, საჯარო რეესტრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, განათლების სამინისტროდან, ომბუდსმენის აპარატიდან.

ამ პროტესტს კი მალევე მოჰყვა „ქართული ოცნების“ მხრიდან რეორგანიზაციით მუქარა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეების პროტესტზე ამბობს, რომ აკვირდებიან მათ ქმედებებს და რეაგირება ექნებათ. მსგავსი იყო თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებაც.

რა ხდება მაშინ თუკი სამსახურიდან გაგათავისუფლებენ?

სტუმარი: რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები