"3%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი რეგიონში", - აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა მერსი ტემბონმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი ვითარება ახდენს.
მერსი ტემბონმა ის სამი მიმართულებაც დაასახელა, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშავოს და რომელიც ქვეყნის შიგნით ეკონომიკური ზრდის სტიმულირბას მოახდენს: კაპიტალის ბაზარი, შრომის ბაზარი და ტექნოლოგიური განვითარება.
"ეკონომიკური ზრდა სტატისტიკური მატერია არ გახლავთ, იგი გარე და შიდა ფაქტორებზე არის დამოკიდებული და სტიუაცია იცვლება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ზრდა სტაბილური დარჩეს, მაგრამ ჩვენ გარე ფაქტორებზეც ვაკეთებთ გათვლას: საქართველოს უცხოელ პარტნიორებზე, ფულად გადმორიცხვებზე, ინვესტიციებზე რაც სტაბილური წყარო არაა და გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. ამ ყველაფრის გათვალსიწინებით, ჩვენი პროგრნოზით ზრდა საქართველოში მიმდინარე წელს 3% იქნება.
საქართველო აუმჯობესებს ბიზნეს გარემოს, კერძო სექტორის განვითარების მიმართულებებს. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა იმ რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც კერძო სექტორს ეხება და სამუშაო ადგილს ქმნის.
ქვეყანაში რეფორმების პროცესი გრძელდება. როდესაც გაგაჩნიათ სამუშაო ძალა, რომელსაც შეაქვს წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, ისინი თავს კარგად უნდა გრძნობდნენ. ანალოგიურად ინვესტორი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად.
ინვესტორთა ნდობა საქართველოს მიმართ იზრდება. როგორც მე მახსოვს რამდენიმე კვირის წინ, აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია ჩავატარეთ და ვხედავ რომ რეფორმების წინსვლა სახეზეა, ვერ ვხედავ რომ რეფორმები ფერხდება.
შეზღუდვები არსებობს გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. საქართველო თუ მოახერხებს თავისი ბუნებრივი რესურსების, მაგალითად წყლის გამოყენებას, ის მოხდება გლობალური მიწოდების ჯაჭვში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

























