მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ პანამასავით გავხსნათ ბაზრები, ამაზე მოთხოვნა იქნება"

582e96637c26b
ელენე გოგბერაშვილი
18.11.16 09:47
1680
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი, გიორგი ტაბიძე საქართველოში ოფშორთან მიახლოვებული ზონების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც გიორგი ტაბიძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, თუ სახელმწიფოს დონეზე გადაწყდება, საქართველო პანამასავით ოფშორული ზონები შექმნას, ამაზე მოთხოვნა იქნება.

"თიზები არის კონკრეტულად იმ კომპანიებზე მორგებული , რომლებიც ფიზიკურად განთავსებული არიან იქ და ახორციელებენ ვაჭრობის ან წარმოების ოპერაციებს. ზოგადად მეორე განზომილებაა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა მსოლფლიოში, ესაა უკვე ოფშორთან მიახლოვებული. რამდენად მიზანშეწონილია ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მოთხოვნა ძალიან დიდი არსებობს უკვე კაპიტალის მოძრაობის კუთხით, იმიტომ რომ საკმაოდ რთულდება სხვადახხვა ქვეყნებში კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ყველა ეძებს რაღაც ახალ მიმართულებებს ამ კუთხით. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ სიტყვაზე პანამასავით გავხსნათ ეს ბაზრები, ამაზე მოთხოვნა იქნება"-აცხადებს გიორგი ტაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები