მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ შემჩნეული იქნება კორუფციის ნიშნები, არანაირი უკან დახევა არ იქნება - ვიქნებით უმკაცრესები"

5c3edc4cb52f5
თამუნა დემეტრაშვილი
16.01.19 11:20
906
თბილისი მერი კახი კალაძე მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აფრთხილებს არ გაბედონ კორუფციულ გარიგებებში ჩართვა.

ამის შესახებ მერმა დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მოუწოდა საკუთარ მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ კორუფციასთან ბრძოლაში.

,,ჩვენ შარშანაც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, არანაირი უკანდახევა არ იქნება, თუკი შემჩნეული იქნება რაიმე კორუფციის ნიშნები, ვიქნებით უმკაცრესები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკეთოთ საქმე“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს პრობლემები აქვს მუნიციპალიტეტი კანონის ფარგლებში, დახმარებისთვის მზად იქნება.

„თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციის სახით და არა გადაცდომის სახით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით მკაცრები“, - დასძინა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები