მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ სტანდარტთან დაკავშირებით ცვლილებები არ იქნება, ადგილობრივი ბაზრიდან გავალთ" - მამუკა ხადური

63eb7d8b75b61
თამთა ჯიჯავაძე
14.02.23 23:55
7036
„ჩვენი მაქსიმალური კონცენტრაცია ექსპორტზეა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებული ხარისხის თამასა ჩვენთვის მიუღებელია“, - ამის შესახებ bm.ge-ს სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსის“ მმართველმა დირექტორმა, მამუკა ხადურმა განუცხადა.

„ვფიქრობთ, რომ თუ არ იქნება რადიკალური ცვლილებები სტანდარტებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბაზრიდან საერთოდ გავალთ და სრულად ექსპორტზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - აცხადებს მამუკა ხადური.

კომპანიის მმართველი დირექტორი გამოწვევებზე საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ „დოქტორ გუდსის“ მიერ წარმოებული პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის 95% დამოკიდებულია იმპორტზე, შესაბამისად, კომპანიას უწევს დიდი მოცულობის საბრუნავი საშუალებების აკუმულირება, რათა ნედლეულის დეფიციტი არ შეიქმნას.

„ასევე, დიდი პრობლემაა კვალიფიციური ტექნიკურ-საინჟინრო კადრები, უდიდესი პრობლემაა ლაბორატორიების არარსებობა. მაგალითად, ჰაერში მყარი ნაწილაკების, ბიოქიმიური დაბინძურების ან სასტერილიზაციოდ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების კვლევებისთვის ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩამოგვყავს სერტიფიცირებული ლაბორატორიების წარმომადგენლები, იღებენ ნიმუშებს და ბრუნდებიან. ალბათ ხვდებით, რა ხარჯებთანაცაა დაკავშირებული ეს პროცედურები. გარდა ამისა, პრობლემაა გრძელვადიან და იაფ ფულზე წვდომა, ეს არ არის სექტორი, სადაც 18 თვეში, აშენებ კორპუსს, ყიდი ბინებს და ხურავ სესხს“, - აცხადებს მამუკა ხადური bm.ge-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „დოქტორ გუდსი“ ჰუალინგის სამრეწველო ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიის გეგმებში როგორც წარმადობის, ისე პროდუქტების სახეობების გაზრდაა, რომელთა რაოდენობა უკვე 65-ს აჭარბებს.

„დოქტორ გუდსი“ სამედიცინო სახარჯ მასალებს 2019 წლიდან აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები