მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ თანამედროვე ტექნოლოგიები არ გამოიყენე, ვერ მიაღწევ მიზანს“ – ოთარ კობერიძე

ოთარ კობერიძე
BM. GE
29.08.23 11:52
39

ოთარ კობერიძემ თხილის პირველი ნერგები, სოფელ ლელიანში, 15 წლის წინ ჩაყარა. ამ დროს მისი მეურნეობა მხოლოდ 3 ჰექტარს მოიცავდა, დღეს კი მისი თხილის ბაღები 17 ჰექტარზეა გაშენებული. ქალაქში გაჩერება უჭირს, სადმე სტუმრად მყოფს გული მისი სოფლისკენ და ბაღებისკენ მოუწევს. „ორი დღე გავა და ცუდად ვხდები რომ არ ჩამოვიდე. რომ არ მიყვარდეს, ვერ გავაკეთებდი ამ საქმეს“, – ამბობს ის.

ოთარ კობერიძე აღნიშნავს, რომ ლაგოდეხის რაიონ სოფელ ლელიანში ნაკლები ტენი და ზომიერი ნალექია, რაც თხილისთვის კარგ კლიმატურ პირობებს ქმნის. თუმცა ამბობს იმასაც, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, რაც ნიადაგის ანალიზი გააკეთა. „ანალიზი გვაჩვენებს, რა აკლია მცენარეს, მიწას და იმის მიხედვით ვაძლევთ სასუქებს. მოსავალი გაორმაგდა და გასამმაგდა“, – ამბობს ოთარი და ხაზს უსვამს თანამედროვე ტექნიკის მნიშვნელობასაც. „თუ თანამედროვე ტექნოლოგიები არ გამოიყენე, ვერ მიაღწევ მიზანს. გინდაც შეწამვლა აიღე, თუ ნორმალური ტრაქტორით არ შეწამლე, ვერ აღწევ მიზანს“, – აგრძელებს ის.

ოთარ კობერიძე თავის მეურნეობაზე უფრო დეტალურად „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიყვება.

ნახე თანამედროვე ფერმერის, ოთარ კობერიძის ვიდეო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები