მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ თბილისს ექნება მზაობა, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის - ზახაროვა

რუსეთის საგარეო

რუსეთი მზად იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რამდენადაც ოფიციალური თბილისი იქნება ამისთვის მზად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოსთან შემდგომი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას, ამ გზაზე სიარულისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზად იქნებიან თბილისში“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი სიტყვებით, ოფიციალურ მოსკოვს სჯერა ქართველი ხალხის სიბრძნისა და კეთილშობილების. „გვჯერა, რომ ქართველ ხალხს ეყოფა გამჭრიახობა და რწმენა, რომ არ გახდეს პაიკი სხვის უბინძურეს და ძალიან სახიფათო თამაშში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები