მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ვინმე ჰესს აშენებს უნდა მივესალმოთ, არ მგონია, რომ ეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გაკეთდეს"

575946aca0bcf
BM.GE
09.06.16 14:34
1174
ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცირე ჰესის მშენებლობაზე არ ადასტურებს. როგორც ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჰესის მშენებლობა ზოგადად მისასალმებელი ფაქტია, თუმცა მისი თქმით, ბოტანიკურ ბაღში მშენებლობა არ მოხდება.

"თუ ვინმე ჰესს აშენებს, მე არ ვარ საუბედუროდ. მე არ ვმონაწილეობ და რომ ვმონაწილეობდე ვიამაყებდი. არც ვიცოდი, კარგია თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმოთ, მე არ მგონია, რომ ეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და მისი განადგურების საფუძველზე გაკეთდება. ასეთ სისულელეს ხელს არ მოაწერდა არც კახი კალაძე და არც მთავრობის სხვა წევრი.

მშენებლობა, სადაც რამე არ დავიწყე, განმუხურშიც კი რითიც ძალიან ვამაყობ, იქაც კი მოახერხეს და თემა აწიეს რომ ზღვას გვართმევსო. იმიტომ, რომ დღეს მე ვაშენებ, ნაციონალურმა მოძრაობამ ლამის მოახერხოს და სიტყვა მშენებლობა უარყოფით კონტექსტში გადააქციოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები