მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ვინმეს საერთაშორისო აეროპორტის განვითარება სურს ზუგდიდში, ამას მივესალმებით"

574db90ed68b4
BM.GE
31.05.16 20:15
1391
ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მართვაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. ვიცე-პრემიერის ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვა ადგილობრივ აეროპორტზე ცხადდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მთავრობა საერთაშორისო აეროპორტის აშენებასაც უჭერს მხარს.

"ზუგდიდის აეროპორტზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, ჩაერთოს ადგილობრივი აეროპორტების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით, აქ იქნება საინვესტიციო ვალდებულებები – დაინტერესებულმა მხარემ უნდა აღადგინოს ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გააკეთოს სამიმოსვლო ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი, აეროპორტისა და აეროდრომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული გვაქვს ადგილობრივი აეროპორტისთვის, თუმცა, თუ დაინტერესება იქნება და ვინმე გვეტყვის, რომ საერთაშორისო აეროპორტის განვითარება სურს ზუგდიდში, ამას მივესალმებით და ხელს შევუწყობთ", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები