მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

სალომე ზურაბიშვილი

მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე, რაც არის ჯერ გამარჯვება არჩევნებში, შემდეგ მოკლე დროში ქარტიის შესრულება, მინდა, ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვას, - „კონსენსუსი თუ იქნება, რამდენად ფიქრობთ პრეზიდენტად არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის მიღებას“ სალომე ზურაბიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

"არ ვიცი, ვისი კონსენსუსი უნდა იყოს, ეს იქნება იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქართულ ქარტიაზე ალბათ, თუ საზოგადოებაში რაღაც ფორმით გამოხატული კონსენსუსი. არაერთხელ მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო ვიქნები, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე.

ჩემთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება არჩევნებში, შემდეგ ამ ქარტიის შესრულება ძალიან მოკლე დროში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც შეიძლება, ამბობდეს, ამას დიდი დრო უნდა – არ უნდა, ეს გადამოწმებულია და უნდა შევძლოთ, რადგან მე მინდა, ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს. ეს იქნება პრეზიდენტის როლში თუ სხვა როლში, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. და თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები