ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ტურისტულ მარშრუტებზე ტუალეტების საკითხი მოსაგვარებელია, თუმცა ეს მუნიციპალიტეტების საქმე არ არის და ბიზნესმა უნდა იაქტიუროს.
,,ყველა სახელმწიფოსგან ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას და ასეთი ობიექტების მშენებლობას, მაგრამ ჩნდება კითხვა, რამდენად სწორია, რომ მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ მერე მომსახურე პერსონალის აყვანა და მართონ ესა თუ ის პატარა ტუალეტი.
ყველა ვთანხმდებით, რომ მინიციპალიტეტი არ არის შესაბამისი სტრუქტურა. მთელ მსოფლიოში ეს ობიექტები მაღაზიებთან, კვების ობიექტებთანდა ავტოგასამართ სადგურებთანაა კომბინირებული, სადაც შესაძლებელია ადამიანი გაჩერდეს და რაღაც შეიძინოს. საქართველოში ეს ჯერჯერობით მოდური ბიზნესი არ არის, მაგრამ საჭიროებები და აუცილებლობა ამას მოიტანს“-განაცხადა მინისტრმა.

























