მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუკი ორი წლის წინ ჩვენი ინვესტორები ექსპანსიაზე საუბრობდნენ, დღეს მეტი კითხვები აქვთ - პროკრედიტ ბანკის CEO

პროკრედიტ ბანკი

გერმანული "პროკრედიტ ჯგუფის" წევრი, ქართული "პროკრედიტ ბანკის" CEO ალექსი მატუა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, რომ თუკი მათი ინვესტორებთან ორი წლის წინ საუბარი უფრო მეტად გაფართოების გეგმებს შეეხებოდა, ამჟამად მათი მხრიდან უფრო მეტი კითხვა ისმის, ხოლო გაფართოების გეგმები კი შემცირებულია, ეს კი ქვეყანაში მიმდინარე ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებით არის განპირობებული.

"კითხვები აქვთ გულახდილად რომ ვისაუბროთ. როდესაც ორი წლის წინ იყო კითხვები რა დავაფინანსოთ, როგორ წარვმართოთ განვითარება, დღეს არის მთავარი კითხვები რომლებიც ადრე არ იყო, პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც გამოიწვია იმ სიტუაციამ რაშიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვართ. იგივე კანონის მიღებასთან დაკავშირებით, აქვთ კითხვები და ჩვენ ვერ ავუხსნით ამას, ისე როგორც ავტორი აუხსნიდა, თუმცა არის კითხვები და ეს ტურბულენტობა მოქმედებს. გარკვეული ტიპის სიფრთხილეს იწვევს ეს ყველაფერი, რადგან თუკი ერთი წლის წინ ვსაუბრობდით აქტიურ ექსპანსიაზე წელს უფრო სიფრთხილეზე და არა აგრესიულ ზრდაზე",- აცხადებს ალექსი მატუა.

კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით კი ალექსი მატუა აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორი აუცილებლად ასრულებს ამ სანქციების მოთხოვნებს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში მათ SWIFT-ის გადარიცხვების, თუ ვიზასა და მასტერქარდთან პარტნიორობის შეჩერების შეზღუდვები დაუწესდებათ.

"ნებისმიერი სანქცია რომელიც დაწესდება ის აღსრულდება, ეს არ უკავშირდება სანქციის შინაარსს და ჩვენ ამაში ვერ შევალთ, მაგრამ ნებისმიერი სანქცია აღსრულდება. სხვა შემთხვევაში ბანკი ვერ იარსებებს და ვერ იქნება ბანკი. ნებისმიერ ბანკს ეხება ეს რადგანაც Swift-ის გარეშე ბანკი ვერ იარსებებს, მასტერქარდის და ვიზას გარეშე ბანკი ვერ იფუნქციონირებს საერთაშორისო დონეზე. ლოკალურ დონეზე არის რაღაც ბარათები, თუმცა გლობალური ბიზნესის კეთება შეუძლებელია და იგივე IFI-ებიც თუ სანქციებს არ შეასრულებ, მათი პარტნიორი ვერ იქნები,"- აცხადებს მატუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები