კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორის პაველ სმალინსკის განცხადებით, თელიასონერას წილის შეძენით საკმაოდ ბევრიკომპანიაა დაინტერესებული, თუმცა როდის დასრულდება „თელიას“ მიერ ევრაზიის ბაზრის დატოვების პროცესი სმალენსკი ვერ აკონკრეტებს. მისივე განცხადებით „თელიასონერასთვის“ ქართული „ჯეოსელი“ გამორჩეული ბრენდია.
მე ვერ გეტყვით თუ ვინ გახდება ჯეოსელის მომავალი მფლობელი. ეს პროცესი არის იურიდიული. თელიასონერა საკმაოდ ღია და გამჭვრვალეა ამ პროცესში. საქართველო ნამდვილად არის ბრილიანტი მთლიან ევრაზიის ბაზარზე და თუკი თელიას ექნება რაიმე მიზეზი, რომ დარჩეს ევრაზიის ბაზარზე ეს მიზეზი ნამდვილად იქნება ჯეოსელი. ვინც არ უნდა იყოს ახალი მფლობელი ის იქნება აქციების მფლობელი, ჯესელს 20 წლიანი საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა აქვს, ესაა შესანიშნავი ბრენდი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. ვერც კი წარმოვიდგენ რომ ვინმემ შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ ფანტასტიურ მემკვიდრეობას. მომხმარებლის და ბაზრის თვალსაზრისით არაფერი შეიცვება, ესაა მხოლოდ აქციონერის ცვლილება, ვერ წარმომიდგენია ვერცერთი პოტენციური ინვესტორი, ვინც შესაძლოა უარყოს ეს მემკვიდრეობა.
არის ინვესტორების მხრიდან ინტერესი, რომ საქართველოში ჯეოსელის მფლობელი გახდნენ?
ინტერესი საკმაოდ დიდია. როგორც ვთქვი ჯეოსელი გამორჩეული კომპანიაა მთელს ევრაზიის ბაზარზე. ჯეოსელი არის გამჭვირვალე, ინოვაციური, გამოცდილი კომპანია. თავდაპირველად დეინვესტირებას მხოლოდ თელიასონერა განიხილავდა. შემდეგ "თურქსელმაც" განაცხადა დეინვესტირებაზე და ამან სურათი გარკვეულწილად შეცვალა. ზუსტად არავინ იცის თუ ვინ იქნება მყიდველი, და როგორ დასრულდება ტრანზაქცია. თუმცა ტრანზაქციის თვალსაზრისით უფრო მეტად მარტივია მთლიანი კომპანიის მიმართ ინვესტორების ინტერესის გაჩენა, საუბარი მაქვს "ფინტურზე", ვიდრე მხოლოდ მის ერთ ნაწილზე. ინტერესი საკმაოდ დიდია, აქციები საკმადო მიმზიდველია, როგორც საქართველოში ასევე მთლიანად ევრაზიის ბაზარზე. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, - არავინ დაანგრევს ამ მემკვიდრეობას.
თქვენ თქვით, რომ თუკი „თელიასონერა“ დარჩება ბაზარზე ამის მიზეზი იქნება ჯეოსელი... არის ამის შესაძლებლობა?
თელიას გადაწყვეტილება, დატოვოს ევრაზიის ბაზარი არის საკმაოდ გამჭვირვალე და ღია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას რომ კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალოს. გადაწყვეტილების ცვლილებას არ ველდებით თუმცა პროცესი იქნება საკმაოდ მდგრადი და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ იქნება ახალი მფლობელი და ის აუცილებლად უნდა მიყვეს ყველა იმ ეთიკურ ნორმას და გზას რომელიც შევქმენით.

























