მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Tumor Board (ონკოლოგთა კლინიკური საბჭო) ახლა ვართ აქ და ასე უნდა ვიყოთ, რომ პაციენტის მკურნალობა სწორად დაიგეგმოს“ - გია ნემსაძე

გია

საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ორგანიზება და სისტემური კოორდინაცია კვლავ ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა ქვეყნის ჯანდაცვისთვის. ამ თემას შეეხო “ჯანდაცვის სტანდარტის” სპეციალური ეთერი, სადაც ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები, პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები სფეროს მთავარი პრობლემების შესაფასებლად და სამომავლო განვითარების ხედვების განსახილველად BMG-ის ტელეგადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალური 2-საათიანი გამოშვების ფარგლებში საკუთარი შეფასებები გააზიარა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა გია ნემსაძემ. პროფესორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი წარმატებული დაწესებულება ფუნქციონირებს, სისტემური კოორდინაციის ნაკლებობა პრობლემებს ქმნის.

„მიუხედავად ონკოლოგიაში ბევრი მიმართულებით წარმატებებისა, ერთი დიდი წამყვანი დაწესებულების დაშლა, რომელსაც ონკოლოგიის ცენტრი ერქვა, იყო ალბათ ძალიან დიდი, საბედისწერო შეცდომაც კი. დღეს ძალიან ბევრი დაწესებულებაა, ჯამში 143 დაწესებულება რეპორტირებს კიბოს რეგისტრში. წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია სამინისტროსთვის ასეთი ინფორმაციის ცალ-ცალკე მიღება? მინდა სერიოზულად ვთხოვო სამინისტროს, უფრო გააანალიზოს და დაგეგმოს, სად მიმართოს ფინანსები და რესურსები“, - აღნიშნა გიამ ნემსაძემ.

პროფესორი გია ნემსაძე ხაზს უსვამს გუნდურ მუშაობის მნიშვნელობას ონკოლოგიაში და ტუმორ ბორდის კონცეფციას.

„ტუმორ ბორდი როგორ წარმოგიდგენიათ? ტუმორ ბორდი ახლა ვართ აქ(ჯანდაცვის სტანდარტის სტუდიაში) ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ასე, როგორც დღეს. როდესაც ერთ დაწესებულებაშია ქირურგი, ქიმიოთერაპევტი, მორფოლოგი, ფსიქოლოგი და ბევრი სხვა მიმართულების სპეციალისტი, სხვანაირად მუშაობს სისტემა. ამის გარეშე პაციენტის ბედის გადაწყვეტა უბრალოდ შეუძლებელია. მხოლოდ ასეთ სრულფასოვან, ინტეგრირებულ გუნდში შეიძლება მკურნალობის სწორად დაგეგმვა და პაციენტისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა,” - ამბობს გია ნემსაძე

პროფესორის შეფასებით, ქვეყნის ონკოლოგიური სერვისების გაძლიერება მოითხოვს სისტემურ დაგეგმვას, რესურსების კონსოლიდაციას და პრიორიტეტების განსაზღვრას, რათა პაციენტებს უმაღლესი სტანდარტების მკურნალობა ჰქონდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები