მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტუნისი Carthage-ის აეროპორტის გაფართოებაზე $1 მილიარდს დახარჯავს

Tunis–Carthage

ტუნისი ქვეყნის მთავარი საავიაციო ჰაბის, Tunis–Carthage-ის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციისთვის $1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანი მგზავრთა ნაკადის თითქმის გაოთხმაგებაა. გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის აეროპორტის გამტარუნარიანობა წლიური 5 მილიონიდან 18.5 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ხელისუფლება ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაზე შეაჩერა, რადგან მისი განხორციელება გაცილებით სწრაფად და ბიუჯეტურად იქნებოდა შესაძლებელი. ცნობისთვის, ტუნისის მთავრობის ეს გადაწყვეტილება პოსტპანდემიურ პერიოდში საჰაერო მიმოსვლაზე მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. კონკრეტულად, მხოლოდ 2025 წელს Tunis-Carthage-ის აეროპორტით 7.28 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც აეროპორტის მხრიდან მგზავრთა ნაკადების გატარების ბუნებრივ რესურსს 2-ნახევარი მილიონით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ტუნის არ არის აფრიკის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც არჩევანს აეროპორტის ნულიდან მშენებლობის ნაცვლად არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე აჩერებს. როგორც მედია წერს, მსგავსი ტენდენცია იკვეთება ეთიოპიაში, ეგვიპტესა და მაროკოშიც. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულმა სახელმწიფოებმა პოსტპანდემიურ პერიოდში საკუთარი საავიაციო ფლოტის გაზრდა და ახალი მარშრუტების ათვისება აქტიურად დაიწყეს. ამ მხრივ გამორჩეულ მაგალითებად მიიჩნევიან: Ethiopian Airlines-ი, EgyptAir-ი და Royal Air Maroc-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები