კომპანიმა "ცივის ყველი“ წელს ორჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლა- ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ სტუმარს ელიან. ,,ცივის ყველი“ ტურისტებს უკვე ორი წელია მასპინძლობს. იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან მოთხოვნა დიდი იყო, კომპანიამ წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში 90 ათასი ლარის ინვესტიციას ჩადო. საწარმოს ტერიტორიაზე საზამთრო და საზაფხულო სადეგუსტაციო დარბაზები გაკეთდა, მოეწყო ყველის კუთხე. ობიექტი თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს.
"1000 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა დავამატეთ, სადაც ტურისტებს ვემსახურებით, გვავს როგორც სამთრის, ასევე საზაფხულოდარბაზები. ჩვენ უკვე შეგვიძლია ერთდროულად 30 სტუმარს ვუმასპინძლოთ, წელს ტურისტების რიცხვი 100%-ით გაგვეზარდა, ვფიქრობთ მათი რიცხი მომავალი სეზონიდან კიდევ უფრო მოიმატებს” - განაცხადა გოჩა ღაღაშვილმა.
საწარმოში მისულ ტურისტებს ყველის მასტერკლასს სთავაზობენ, სურვილის შემთხვევაში მათ თავად შეუძლიათ ყველის წარმოების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, უყვებიან ისტორიას ქართული ყველის შესახებ, ასევე სთავაზობენ საწარმოს დათვალიერებას, ყველის სადილს, სადაც 50 მდე ნაირსახეობის ყველის დეგუსტაციის შესაძლებლობა ეძლევათ.