მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების მატება არ გვაქვს, ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში თავის გადასარჩენად ჩამოვიდა - რესტორანი “ბარბარესთან”

6239fc0a676e3
ლიკა გურაბანიძე
24.03.22 09:40
908
“ქვეყანაში რეალურად ტურისტების მატება არ არის. ჩვენი დაკვირვებით, ეს იმ ხალხის ნაკადია, ვინც ჩვენს ქვეყანაში თავის გადასარჩენად შემოვიდა", - ამის შესახებ ბუტიკური რესტორნის “ბარბარესთან” დამფუძნებელმა ზვიად ქურასბედიანმა განუცხადა. ქურასბედიანი bm.ge–ს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არ უნდა ვუწოდოთ ტურისტები. 

ქურასბედიანის თქმით, "მათი ქცევა და ბიუჯეტი, ტურისტისგან განსხვავებულია".

“ტურისტმა იცის, რომ მაგალითად, ერთი კვირით მოდის და მას ამისთვის გარკვეული ბიუჯეტი აქვს, კვებასაც შესაბამის ყურადღებას აქცევს და გარკვეული ტიპის რესტორნებში იკვებება. ეს ადამიანები აქ დროებით მცხოვრებლები არიან და არ იციან აქ რამდენ ხანს დაყოფენ ორ თვეს, ექვს თვეს თუ ერთ წელს. ტურისტებისგან განსხვავდებიან და ისინი ტურისტები არ არიან” - განმარტა მან.

ზვიად ქურასბედიანის თქმითვე, რესტორანში შეზღუდვების შემსუბუქებამ სტუმრების რაოდენობა 10-15%-ით გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები