მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტების მხრიდან საქართველოს რეგიონებით დაინტერესება იზრდება

5b83e9332232b
თეო ივაშჩენკო
27.08.18 16:04
1042
ტურისტების მხრიდან საქართველოს რეგიონებით დაინტერესება იზრდება. საინვესტიციო კომპანია GALT & TAGGART-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე აჭარა და თბილისი კვლავ ინარჩუნებენ ტურისტული სივრეცეების ოდენობით მოწინავე პოზიციებს. კერძოდ, საქართველოში მსგავსი სივრცეების 30,5% მოდის აჭარის რეგიონზე, ხოლო თბილისზე- 25,1%.

ამასთანავე, საქართველოს რეგიონებში ტურისტული სივრცის ნაკლებობის მიუხედავად, ვიზიტორების მხრიდან დაინტერესება მკვეთრად არის გაზრდილი. 2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ტურისტების ნაკადი წინა წლის მონაცემებთან შედარებით კახეთში 31,2%-ით, მცხეთა-მთიანეთში - 35,3%, ხოლო დანარჩენ რეგონებში კი 44,8%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები