მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა

5a780bf249e38
BM.GE
05.02.18 11:45
1299
2018 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა.

2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%).

იანვარში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).

იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%),რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები