მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტურისტების რაოდენობა იზრდება და საქართველოში ყველა ტურისტი ღვინის პოტენციური მომხმარებელია"

5763dc9832bc8
BM.GE
17.06.16 15:17
1428
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი ყველა მიმართულებით გაზრდილია, მათ შორის ზრდა ფიქსირდება რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზეც.

როგორც სამანიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ყველაზე დიდი მატება ჩინეთის ბაზარზე ფიქსირდება.

„რუსეთსა და უკრაინაში დაუბრუნდა გადაზიდვები ჩვეულებრივ მაჩვენებელს და ჩინეთის მიმართულება გაორმაგებულია შარშანდელთან შედარებით. ჩინეთის მიმართულება განსაკუთრებით გამოსაყოფია. ყველაფერი იქითკენ მიდის რომ 2016 წელსაც საგრძნობი მატება იქნება ჩინეთის მიმართულებით. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით 126%-იანი მატება იყო. მოთხოვნა ზოგადად ქართულ ღვინოზე ჩინეთის ბაზარზე არის. ეს დაკავშრებულია სხვადსხვა სახის აქტივობებთან, ზოგადად ჩინეთთან ურთიერთობა გააქტიურებულია სამთავრობო დონეზეც და ძალიან ბევრი ჩინელი იმპორტიორი ან ადგილობრივი მწარმოებელი ჩამოდის საქართველოში ღვინის საკითხზე სამუშაოდ.

ასევე დადებითად იმოქმედებს ექსპორტის მატებაზე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა.

ქართული ღვინო ხარისხითაც და ფასითაც კონკურენტულია, მითუმეტეს ბოლო წლებში ცნობადობაც იზრდება დასავლეთ ევროპის ბაზრებზე, ექსპორტიც შესაბამისად ამ მიმართულებით იზრდება. არც ხარისხობრივ და არც საფასო პოლიტიკაში ქართულ ღვინოს პრობლემა არ აქვს. ევროპა მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ყველა ტურისტი ღვინის პოტენციური მომხმარებელია, ეს ეტყობა კიდეც ადგილობრივ გაყიდვებსაც", - განაცხადა სამანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები