მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 219,642 შეადგინა, რაც 48,807-ით მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.6%).
2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +39%, საფრანგეთი +38, გერმანია +19%, საბერძნეთი +18% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +195%, ინდოეთი +182%, ეგვიპტე +119%, უზბეკეთი +97% და ისრაელი +93%.
2017 წლის იანვარი - მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,266,125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,419-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.4%)-ია.
იანვარი - მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 513,643 შეადგინა, რაც 105,121-ით მეტია 2016 წლის იანვარი - მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +25.7%).
2017 წლის იანვარ - მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +34%, გერმანია +28%, საფრანგეთი +27% და გაერთიანებული სამეფო +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +237%, ინდოეთი +155%, უზბეკეთი +147%, ქუვეითი +127%, ეგვიპტე +104% და ისრაელი +80%.

























