მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში ქართულ ღვინოს აჩუქებენ

5d1f01bfadcd2
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.19 11:49
1680
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოდან გამსვლელ და ქვეყანაში შემომსვლელ საერთაშორისო ვიზიტორებს ბრენდირებულ, სასაჩუქრე ღვინოს გადასცემს.

ახალი მარკეტინგული კამპანია განხორციელდება საქართველოს აეროპორტებში ასევე, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

საერთაშორისო ვიზიტორებს, 0,187 და 0,375-ლიტრიანი ღვინოები გადაეცემათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობისგან უტენდეროდ ღვინოების შესყიდვა მოითხოვა. შესყიდვის ღირებულება 922 500 ათასი ლარია. 
ტურიზმის ადმინისტრაცია კამპანიისთვის გეგმავს 105,000 ბოთლი 0,187 ლ. და 180,000 ბოთლი 0,375 ლ. წითელი ღვინის (საფერავი) შესყიდვას.

ღონისძიების ჩასატარებლად განსაზღვრულია ზაფხულის პერიოდი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მარაგების ამოწურვამდე.

ადმინისტრაცია შესყიდვას გამარტივებული წესით, უტენდეროდ ითხოვს, მიზეზად კი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარებაის აუცილებლობაზე მიუთითებს.

“ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, რომელიც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ მაისში გადაწყვიტა. კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდეგაც ადმინისტრასციამ გამოაცხადა ტენდერი (NAT190012006). კამპანიის ოპერატიულად ჩატარების მიზნიდან გამომდინარე დარჩენილი ვადა, (რაც სჭირდება ელექტრონული ტენდერის პროცედურების დასრულებას) ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში რეაგირება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიების დაწყება დაუყოვნებლივ, რათა მოხდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რომელი კომპანიებისგან შეიძენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღვინოებს, უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ განსაზღვრული არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები