მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებს უხარიათ, როცა იგებენ, რომ მასპინძელი აცრილია - აგროსახლი „ქორენა“

60b3988201f57
მარიამ იზორია
31.05.21 09:45
906
აგროსახლ „ქორენას“ დამფუძნებლის მაია კეზევაძის თქმით, მაისიდან ტურისტების აქტივობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც შესამჩნევია. ის იმედოვნებს, რომ ვიზიტორთა მიმოსვლა არ შემცირდება და 2021 წლის ზაფხული უკეთესი იქნება, ვიდრე - შარშანდელი.

„ვიზიტორები ძირითადად ყაზახეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ჩამოდიან; ივნისისთვის უფრო მეტი ჯავშანი გვაქვს, რაც უკეთესი ზაფხულის იმედს გვაძლევს“, - ამბობს bm.ge-სთან „ქორენას“ დამფუძნებელი.

მაია კეზევაძემ ვაქცინაციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტებისთვის იმის გაგება, რომ მასპინძელი აცრილია, სასიხარულოა.

„სტუმრების უმეტესობა აცრილია. ისინი ჩამოსვლამდე ხშირად გვეკითხებიან, გვაქვს თუ არა ვაქცინა გაკეთებული. დადებითი პასუხი მათთვის სასიხარულოა. რაც შეეხება სერვისების ფასს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია მცირედით გაგვეზარდა“, - აცხადებს ის.

ცნობისთვის, აგროსახლი „ქორენა“ სოფელ გელათში მდებარეობს და ვიზიტორებს საოჯახო სასტუმროში განთავსებას, იმერული სამზარეულოთი გამასპინძლებას, კულინარიულ მასტერკლასებს, ფოლკლორულ საღამოებს, ადგილობრივ სოფლის მეურნეობაში ჩართულობას, სატრანსპორტო და გიდების მომსახურებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები