საქართველო აგრძელებს ტურიზმის სფეროში ზრდას და ისეთი ქალაქები, როგორიცაა თბილისი და ბათუმი, სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს, იზრდება "ჭკვიანი", Smart ტურისტული სტრატეგიების საჭიროება, რომელიც სცილდება ტრადიციული სტუმარმასპინძლობის მოდელებს.
ტურისტერი 2024 - პლატფორმა, რომელიც დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ტურიზმის გლობალური ტრენდების და ადგილობრივი პროცესების გააზრებას ემსახურება. სწორედ ამიტომაც ტურისტერი, ტურიზმის სამიტი, ყოველწლიურად პასუხობს კითხვას: როგორია ხვალინდელი ტურიზმი? შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ტურიზმის სფეროს ყველაზე აქტუალურ საკითხებზე 6-7 დეკემბერს,სამიტზე ისაუბრებენ,რომელსაც ზღვისპირა ქალაქი, ბათუმი უმასპინძლებს.
სტუმარი: მამუკა ბერძენიშვილი - საქართველოს ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;