მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტი: შემწეობის მაძიებელი ადამიანები ხანდახან გადაადგილების საშუალებას არ მაძლევენ

5b02c56b56d8d
მარიამ ადამია
21.05.18 20:30
1198
ტურისტები თბილისში ტურისტული პატრულების ამოქმედებას დადებითად აფასებენ. კითხვაზე, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო ქალაქში ქვეითი პატრულის ამოქმედება, ტურისტები აცხადებენ, რომ მართალია, არასდროს უგრძვნიათ რაიმე საფრთხე ქვეყანაში, თუმცა, მთავარ პრობლემად შემწეობის მაძიებელ ადამიანებს ასახელებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აგრესიულად არიან განწყობილი ტურისტების ან ადგილობრივების მიმართ და არასასიამოვნო მდგომარეობაში აგდებენ მათ.

"არასდროს მიგრძვნია რაიმე საფრთხე საქართველოში მოგზაურობისას, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შემწეობის მაძიებელი ადამიანები გარკვეულ წინააღმდეგობას მიწევენ, არ მაძლევენ გადაადგილების საშუალებას და ულტიმატუმს მიყენებენ. ეს ფაქტი, ცხადია უსიამოვნოა, ამიტომაც მივესალმები ახალ ინიციატივას და კარგია, თუკი ქვეითი პატრულირება ამ პრობლემას დაარეგულირებს დედაქალაქში”, – აცხადებს ბრიტანელი ტურისტი, რომელიც თბილისს უკვე მესამეჯერ სტუმრობს.

ტურისტების ნაწილის თქმითვე, დედაქალაქში მომრავლებული პატრულები მათ დაცულობის შეგრძნებას მატებენ და სასიამოვნო ხდება გადაადგილება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, თბილისის ნებისმიერ უბანში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები