მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, შემდეგ ძნელია გამოსწორება"

5ac611853b978
სალომე მეცხვარიშვილი
06.04.18 10:00
1152
ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, მერე ძნელია გამოსწორება,- ამის შესახებ Silk Road Group-ის უძრავი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მარრი აცხადებს.

მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით რეგულაციების შემოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ მიმართულებით რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა.

"ტურისტული ბაზარი იმ სპეციფიკით გამოირჩევა, რომ თუ ერთხელ რაიმე გაფუჭდა, მერე ძნელია გამოსწორება. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ამაზე ყურადღება მიქცეული, მაგრამ ეხლაც არ არის გვიანი", - აცხადებს გიორგი მარრი.

მისივე თქმით, სანამ სახანძრო უსაფთხოების ნორმებზე დაიწყებოდა საუბარი, „სილქ როუდი“ მაღალი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებით აშენებდა ობიექტებს, რაც მათს პროდუქციას აძვირებდა.

"მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანია ცდილობდა თავიდანვე მაღალი ხარისხის პროდუქტი შეეთავაზებინა ბაზრისთვის, ხდებოდა ისე, რომ ჩვენი პროდუქტი უფრო ძვირი იყო, ვიდრე სხვა მომწოდებლების პროდუქტი. ეს არათანაბარ პირობებში გვაყენებდა სხვა მიმწოდებლებთან მიმართებით. თუმცა, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები არის",- აცხადებს გიორგი მარრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები