მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტულ გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

5d6e0b2712186
მიხეილ ხაჩიძე
03.09.19 18:20
886

კალიფორნიაში, გემზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაკარგულად ითვლება. ტრაგედია კალიფორნიის სანაპიროსთან კუნძულ სანტა-კრუსის ჩრდილოეთით გვიან ღამით, მაშინ მოხდა, როდესაც მგზავრებს ეძინათ.


ცეცხლი ხომალდზე მოულოდნელად გაჩნდა და სწრაფად აალდა. გემ „Conception“ -ის ბორტზე სულ 38 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ხუთი მათგანის ცეცხლმოკიდებული გემიდან გამოყვანა და გადარჩენა მოახერხეს.


გემ „Conception“ -ს მგზავრები სამდღიანი ტურით ჰყავდა წაყვანილი, ვოიაჟი, რომელიც ოკეანეში ყვინთვასა და ზღაპრული კუნძულების დათვალიერებას ითვალისწინებდა, 665 დოლარი ღირდა.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. გემზე ე.წ. შავი ყუთი არ ჰქონდათ, შესალაბისად დეტალების დადგენა სავარაუდოდ, გართულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები