მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული ატრაქცია მთაწმინდაზე - როგორი იქნება თბილისის ანძა (ვიდეო)

5bbdac1e0178f
ნინი ლონგურაშვილი
10.10.18 11:35
5478
რესტორანი თბილისის მაღალ წერტილში, ეს სატელევიზიო ანძის მთავარი სიახლე იქნება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ორი ვარიანტია შესული, მათგან კი ერთ-ერთი უნდა შეარჩიოს.

თუ მერია პირველ ვარიანტს გადაწყვეტს - მაშინ ანძას 70მ სიმაღლეზე ორსართულიანი კონსტრუქცია დაემატება. პირველ სართულზე, გათვალისწინებულია საჯარო სივრცე, რესტორანი, კოშკის ტექნიკური ოთახები, ბარი და სცენა. მეორე სართულზე განთავსდება ტერასა, ტექნიკური ოთახები, ბარი, ლაუნჯი და საკონფერენციო დარბაზი.

იმ შემთხვევაში, თუ მერიამ არჩევანი მეორე ვარიანტზე შეაჩერა - მაშნ - 70მ სიმაღლეზე აშენდება წრიული კონსტრუქცია. ეს იქნება მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი, რაც პროექტის ავტორებს წარმოუდგენიათ როგორც “უნიკალური მიზეზი კოშკზე მისასვლელად”.

ორივე შემთხვევაში ანძის სამი ფეხიდან ერთ-ერთი ფართოვდება.

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდელირების კონცეფციაზე შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი" მუშაობდა. რომელიც საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტ ანძას ფლობს, კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ტელერადიოცენტრში აცხადებენ, რომ ფინანსები ან კომპანიის შიგნით უნდა მოიძიონ, ან სხვა შემთხვევაში, ანძის განახლება ამ ეტაპისთვის უცნობ ინვესტორზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები