მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტურისტული ემბარგოს" გამო, საპატრიარქო ხელისუფლებას და ბანკებს თხოვნით მიმართავს

5d1218db372fa
თელარა გელანტია
25.06.19 16:47
1500
„ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ ე.წ. ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

“ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები