საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ “ტურიზმის შესახებ კანონში” ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ტურისტული გიდის, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. ამასთან, ცვლილებები სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს. კანონში ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ კანონპროექტთა ნუსხაშია, რომელსაც პარლამენტს საქართველოს მთავრობა წარუდგენს. რა იცვლება ტურისტულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის და ზოგადად რა ტენდენციებია დღეს ტურიზმში?
სტუმარი: გიორგი დარცმელია - სერტიფიცირებული გიდი