მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული კომპანიები დამატებით შეღავათებს ითხოვენ

BM.GE
02.10.20 18:18
2175
ტურისტული კომპანიები დამატებით შეღავათებს ითხოვენ. ამის შესახებ ღიად საუბრობენ გრატა დიემსის გენერალური დირექტორი ირმა კოდუა და კომპანია ბითიელი-ს მმართველი პარტნიორი მაია ბიბილური.

ეს კომპანიები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტურიზმის ინდუსტრიას რეაბილიტაციისთვის 3 წელიწადი დასჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება მხარდაჭერის მომავალ პაკეტებში გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ზოგი ინდუსტრია მეტად დაზარალდა პანდემიის გავლენით და ზოგიც - ნაკლებად.

ტურიზმის ინდუსტრია ყველა შეფასებით, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამიტომ სექტორი დავობს, უნდა იყოს თუ არა თანაბარი ის მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო გასცემს კოვიდის პირობებში ყველა სექტორისთვის. მათი მოსაზრებაა, რომ ტურიზმის ინდუსტრიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ამ სექტორისთვის დამატებითი შეღავათები უნდა შემუშავდეს.

სტუმრები: ირმა კოდუა - Grata DMC გენერალური დირექტორი; 
მაია ბიბილური - კომპანია BTL მმართველი პარტნიორი.
 
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები