გამყვან ტურიზმში პირველი კვარტალი ზრდით დაიწყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ვითარება შეცვალა - შეფეხებული ფრენებისა და ავიაბილეთების გაძვირების გამო, მომხმარებლებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს. გამყვანი ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, განსაკუთრებული კლება აზიის მიმართულებით დაფიქსირდა, სადაც მოთხოვნა 50%-ით არის შემცირებული. მოგზაურების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად საავიაციო საწვავის გაძვირება იქცა - ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტურპაკეტებზე ფასები 20-25%-ით არის გაზრდილი, თუმცა პროგნოზები კიდევ უფრო არასახარბიელოა. რა ვითრებაა გამყვანი ტურიზის ბაზარზე და როგორია წლევანდელი პროგნოზები?


































