მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტულმა კომპანიებმა კრიზისების სამართავად "საქართველოს ტურისტული გილდია" შექმნეს

5d5542790e54a
ლიკა გურაბანიძე
16.08.19 09:00
868
მცირე ტურისტულმა კომპანიებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ტურისტული გილდია" შექმნეს. გილდია ქვეყანაში ტურისტული ხარისხის ამაღლებაზე და რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგოს გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაზე იქნება ორიენტირებული. მასში სწორედ ის მცირე ტურისტული კომპანიები ერთიანდებიან, რომლებიც რუსული ტურისტული ემბარგოს გამო დაზარალდნენ.

როგორც ტურისტული გილდიის დაფუძნების ინიციატორი მაია ჩადუნელი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, "ტურისტულ გილდიაში" თავდაპირველად დაზარალებული ტურისტული კომპანიები გაერთიანდებიან.  

"მომავალში სხვებიც შემოგვიერთდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ვინც რუსულენოვან ბაზრებზე მუშაობდნენ, მასში ის ადამიანები გაწევრიანდებიან, მათ შორის, მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი, გიდები, მარნები და პატარა სასტუმროები. ჩვენ – არა აქტივისტების ჯგუფი, არამედ გილდიის წარმომადგენლები ვიქნებით", - განაცხადა ჩადუნელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები