მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი & სველი წერტილები

BM.GE
31.05.22 13:15
335
"ქვეყანას, რომელმაც პანდემიამდე 6 მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ყოველ წელს მილიონებს ხარჯავს პიარსა და ბლოგერების მოზიდვაში, საკვანძო ადგილებსა და ყველაზე ტურისტულ ადგილებში არ გააჩნია საპირფარეშოები. ტურიზმის სექტორში ჩართულ ადამიანებს სათვალავიც კი აერიათ, იმდენი წელია საკითხზე მიმდინარეობს საუბარი, თავის მხრივ საჯარო სექტორიც გასცემს დაპირებებს, თუმცა რეალურად არაფერი იცვლება. საპირფარეშოები არ გვაქვს. მინდა გაგახსენოთ, ჯერ კიდევ 2015 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მიერ გაცემული დაპირება, ყოველ 40 წუთის სავალ მანძიზე სველი წერტილების დამატება, რომელიც არ შესრულდა და მას შემდეგ კიდევ ბევრი ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, მათ შორის კონკრეტული დაპირება გაიცა ახლა უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის მიერ, თუმცა ესეც ვერ შესრულდა, სამაგიეროდ ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოგვყავს და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ვგეგმავთ, ქვეყანას ვაპიარებთ, რომ მეტი ტურისტს ვუმასპინძლოთ, მეტი შემოსავალი მივიღოთ და საბოლოოდ, სტატისტიკური მაჩვენებლები რეკორდული ზრდით დავასრულოთ. მაგრამ პრობლემა არსად ქრება, სიყვარულის ქალაქში, სითნაღში საპირფარეშო ისევ არსად დგას. როცა ქვეყნის ათასწლოვანი ისტორიით გაბრუებულ, ტურისტს ჩეჩმას სთავაზობ, ხანდახან ეგეც რომ არ არის, მორჩა! ყველაფერს ეკარგება ფასი! და ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 80% ტურიზმზეა მიბმული პირდაპირ თუ ირიბად, უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული საპირფარეშოები და არა ჩეჩმა." ეს მხოლოდ მცირე ამონარიცია, გიდის ნუცა ცქიმანაურის ფეისბუქ პოსტის.

სტუმარი: ნუცა ცქიმანაური - ტურიზმის ექსპერტი, გიდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები