მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი კახეთში - გამოწვევები

საქართველოში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სასტუმროების რაოდენობა ყოველწლიურად ზრდის დინამიკას აჩვენებს, რასაც ტურისტების რაოდენობის ზრდა ვერ ეწევა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში კერძო სექტორი მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსზე ალაპარაკდა. ბიზნესი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ გამოწვევის ფონზე სასტუმროს ნომრების ფასები შემცირებულია და პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თბილისის სასტუმროების გარდა, მოთხოვნა–მიწოდების დისბალანსი საკმაოდ დიდი გამოწვევაა გარკვეულ რეგიონებში მდებარე განთავსების ობიექტებშიც. ბიზნესი ჩვენთან ამ კუთხით ყველაზე აქტიურად კახეთში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს - ზოგი ბიზნესმენის გამოცდილებით, ამ რეგიონში სასტუმროების ნაწილს ოპერირების შეწყვეტაც კი უწევს.

სტუმარი: გიორგი ალადაშვილი - რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები