მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება" - Check-in Travel

მოგზაურობა

ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება, - ამის შესახებ BM.GE-სთან Check in travel-ის დირექტორმა, ლევან ოსეფაიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კონკრეტულად მათ კომპანიას ყოველწლიურად 7-8%-იანი ზრდა აქვს, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მათზე მოთხოვნა მზარდია და ტურიზმიც პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება.

"მთავარ გამოწვევად მომსახურების ნაწილი და ასევე ფასები რჩება, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ დარეგულირდება და მალე დინამიკა გვექნება,"- განაცხადა ოსეფაიშვილმა.

ტურისტული კომპანიის დირექტორის რეკომენდაციით, ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ფრენაა საჭირო, რომელიც როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

"იცით, რომ ლონდონის მიმართულებით მომავალ წელს, აპრილიდან პირდაპირი ფრენა ემატება, ასევე ათენის მიმართულებით შედარებით დაბალბიუჯეტიანი მიმართულება უნდა დაემატოს. გარდა ამისა, პირდაპირი ფრენა პარიზის მიმართულებით უნდა დაემატოს, რაც ძალიან დადებითად აისახება ტურიზმზე", - აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები