მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმებს სექტორალურად წარადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, გეგმა მომდევნო 10 დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი.
„ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, ეს არის ეკონომიკის სექტორალური ამოქმედების გეგმა. ტურიზმი არის პირველი პოსტკრიზისული დახმარების სექტორი, შემდგომ აუცილებელი იქნება მხარი დავუჭიროთ სოფელს და ფერმერებს. შემდგომი იქნება სწორედ ეს სფერო. მესამე იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის გეგმა და მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში“, - განაცხადა გახარიამ.

























