მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

5afd46423b08a
BM.GE
17.05.18 13:06
761
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება. წლის 4 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 800 მლნ დოლარი მიიღო. ყველაზე მეტი შემოსავალი აპრილში დაფიქსირდა და მან $239 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 27.5%-ით აღემატება.

აპრილში, 2017 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 2017 წლის აპრილში 222 556 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის აპრილში 278 032.

გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან $2.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები