ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პანკისის ხეობაში საფეხმავლო ტურიზმის განვითარებას გეგმავს. პირველ ეტაპზე უწყება სამთო-საფეხმავლო ბილიკების გამოკველავას აპირებს. პროექტის დასრულების შემდეგ, პანკისის ხეობა საქართველოს საფეხმავლო ქსელის პროექტის ნაწილი გახდება. კვლევა, რომელზეც 57 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, 7 მიმართულებას მოიცავს, ესენია:
1. ჯოყოლო- სათვალთვალო კოშკი- ამფითეატრი- დუისი
2. ხალაწანი- თორღვა პანკელის ციხე
3. ძიბახევი- ბაწარას ნაკრძალი- ტბათანა - საქისტო- ქოჩადალა- ხადორი
4. ჯოყოლო- ძიბახევი- ხადორი- ქოჩადალა - ლამაზური
5. ომალო- ნაქერალა
6. ხადორი - ხორაჯო
7. დუისი მღვიმე - ქვემოხალაწანი
კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება, ამ მიმართულებებზე ტურისტული პოტენციალის ანალიზი მოამზადოს, დეტალურად აღწეროს მარშრუტებზე არსებული ობიექტები, დაგეგმოს ოპტიმალური სვლა-გეზები და მოამზადოს შესაბამისი რუკები.

























