მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაციამ Tripadvisor-ზე ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო

573c3dbaee1c6
BM.GE
18.05.16 14:01
1345
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პორტალის TripAdvisor მარკეტინგის მენეჯერმა ჩედ შაივერმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით 6 თვიანი პარტნიორობის პერიოდში TripAdvisor-ი საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყნის ფარგლებში მოახდენს.
 
TripAdvisor-ი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 340 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტ მომხმარებლებს პორტალზე 340 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვთ დატოვებული. TripAdviser-ზე 6,5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი.

"ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ მსოფლოში ყველაზე ცნობილ ტურისტულ პორტალთან TripAdvisor შეთანხმება გააფორმა, რომლის საშუალებითაც ჩვენ 10 ქვეყანაში ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს პოპულარიზაციას მოვახდენთ. კომპანია უახლოეს დღეებში ჩვენთან დაიწყებს თანამშრომლობას, რაც 6 თვეს გასტანს. სარეკლამო კამპანია მოიცავს შემდეგ ლოკაციებს: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. კამპანიის დროს ჩვენ ვიყენებთ ყველა სახის ინფორმაციას და წარმოვადგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ეწვიონ ამ ქვეყანას – ასეთი ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტპორტალზე. მასთან ერთად ის ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია, მათ შორისაა ,,Check in Georgia-ს“ პროექტიც, რათა უცხოელი ტურისტები საქართველოთი დავაინტერესოთ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები