მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი

5c543a641b4cd
სალომე მეცხვარიშვილი
01.02.19 16:22
846
ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ადმინისტრაციის წინა ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს აეროპორტების გაერთანებაში გადაინაცვლა.

ცვლილება იანვარში განხორციელდა და ამ დრომდე ჩოგოვაძის შემცვლელი დანიშნული არ არის. ამ თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილებოდა, მათ შორის იყო ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ჟან ფრანსუა პოლსენი და კომპანია “ვოიაჟერის” დირექტორი მარიამ ქვრივიშვილი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში სულ 27 განაცხადი შევიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები