მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ გასტროტურიზმის ხელშეწყობისთვის პროექტი "მზისკარი" დაიწყო

გასტროტურიზმი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია იტყობინება, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომელიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

„მზისკარი“ არის საოჯახო მასპინძლების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპისთვის „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტი ერთიანდება.

"იმისათვის, რომ გახდე „მზისკარის“ ქსელის მასპინძელი, საჭიროა აკმაყოფილებდე გარკვეულ წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს, მაგალითისთვის როგორიცაა: ოჯახის მიერ მართული სამასპინძლო ობიექტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ავთენტური გარემო; ფლობს საკუთარ მეურნეობას; დაცული აქვს უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესები და სხვა", - წერს ტურიზმის ადმინისტრაცია.

„მზისკარის“ ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ადმინისტრაცია შემდეგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს:

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობებესების მიზნით ინდივიდუალი ტრენინგები და კონსულტაციები:
  • სურსათის უვნებლობა;
  • ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი;
  • კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება.
  • მხარდაჭერა მარკეტინგში:
  • პროექტის ვებგვერდსა (mziskari.ge) და სოციალურ ქსელებში - ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე განთავსება - პერსონალური პროფილებით (ობიექტის აღწერილობა/ფოტო კოლაჟი/ ვიდეო წარდგენა...)
  • საერთაშორისო და შიდა ბაზარზე პოპულარიზაცია
  • სასაჩუქრე პაკეტის შექმნა (მენიუს დიზაინი, ინვენტარი)
  • მისაწვდომობის გაუმჯობესება
  • ბრენდირებული მაიდენთიფიცირებელი ნიშნის დამზადება/მონტაჟი
  • ფინანსებზე წვდომა
  • აწარმოე საქართველოში - „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა

„მზისკარის“ წევრისთვის სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრულად სუბსიდირება. ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში 25% ქეშბექი.

როგორც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი გაბრიაძე ამბობს, "მზისკარის" პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლნ ლარი იქნება.

"ზოგადად, მიკროსესხების მხარდაჭერის პროგრამას რაც შეეხება, რომლის ფარგლებშიც მზისკარის ბენეფიციარებიც იღებენ აღნიშნულ დახმარებას, მომდევნო წლისთვის მისი ბიუჯეტი 50 მლნ ლარამდეა, მათ შორის მზისკარის ბენეფიციარებისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარამდე სახსრები იქნება გამოყოფილი", - განაცხადა გაბრიაძემ bm.ge-ის კითხვაზე პასუხისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები