საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთახმების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდანაა.
დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები შრომითი ანაზღაურება 2 მილიონ 155 ათას ლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ამ კონკრეტულ ქვეუწყებაში 63 ადამიანი საქმდება.
ადმინისტრაციას 2022 წლის დეკემბრიდან მაია ომიაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც 4 მოადგილე ჰყავს. აქედან პირველი მოადგილის პოსტს თამარ ყორიაული იკავებს, ხოლო ხელმძღვანელის მოადგილეები თამაზ იორაშვილი და მედეა ჯანიაშვილი არიან. განკარგულების მიხედვით, მაია ომიაძის თანამდებობრივი სარგო გადასახადების ჩათვლით 7 714 ლარიამ, მოადგილეების კი 6 650 ლარი.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ყველაზე დაბალი სახელფასო ანაზღაურება სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულს აქვს, რაც გადასახადების ჩათვლით 997.5 ლარს შეადგენს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს კი 1 729 ლარი აქვს.