მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ალიანსის ინიციატივით, კამპანია „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“ იწყება

5ee634ed440ac
BM.GE
14.06.20 18:27
1686
ხვალიდან, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, COVID - 19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და საქართველოში შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით იწყება კამპანია „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“.

კამპანიის ფარგლებში მოეწყობა გასვლითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მასში ჩართულები იქნებიან ინდუსტრიის აქტიური წარმომადგენლები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

კამპანია მიზნად ისახავს ალიანსის ქოლგის ქვეშ არსებული ინსიტუციების მიერ ტურიზმის ინდუსტრიის გააქტიურებას და ასოციაციების გაძლიერებას.
კამპანიის პირველი ტური გაიმართება 15 ივნისს ქვეყნის ისტორიულ გულში - შიდა ქართლში.

ტური ემსახურება 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ტურის პროგრამა მოიცავს საქართველოში არსებული ავთენტურო გასტრონომიული კულტურისა და ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას. იგი მოიცავს შიდა ქართლში კერამიკისა (გარიყულა, გორი) და წნულის (კასპი) სახელოსნოებში და ადგილობრივ მარნებსა და კვების ობიექტებში (ატენი, გორი) ვიზიტს და მასტერკლასებზე დასწრებას.

ტურის მონაწილეები არიან ალიანსის წევრი ასოციაციები, დონორი ორგანიზაციები: USAID ზრდა პროექტი საქართველოში, USAID ეკონომიკური უსაფრთხოები პროგრამა და ჟურნალისტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები