მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ასოციაცია: თუ სფეროში არაჯანსაღი კონკურენცია გაგრძელდა, ბაზრიდან ტუროპერატორები გაქრებიან

57f6126ead3e2
სალომე მეცხვარიშვილი
06.10.16 14:05
1471
თუ ტურიზმის სფეროში არაჯანსაღი კონკურენცია გაგრძელდა ტუროპერატორები საერთოდ გაქრებიან,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ წევრმა და კომპანია Discovery Tour-ის წარმომადგენელმა ნინო კეკელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბაზარზე ოპერირებენ კომპანიები, რომლებიც გადასახადებს მალავენ და ამის ხარჯზე ტურისტებს მომსახურებას დემპინგურ ფასად აწვდიან.

"ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლები სთავაზობენ ტურისტებს ტურებს ყაზბეგში, კახეთში. ისინი არ იხდიან გადასახადებს, შესაბამისად, მათ მიერ შეთავაზებული ტარიფი არის ბევრად დაბალი, ვიდრე ტურისტული კომპანიის მიერ შეთავაზებული. ტურისტი რა თქმა უნდა, დაბალტარიფიან ტურს ირჩევს“,- აცხადებს ნინო კეკელიძე.

ნინო კეკელიძის ინფორმაციით, ე.წ. ტურისტული კომპანიები თანხას ხელზე იღებენ, ჩეკს არ არტყავენ და შემოსავლებს მალავენ.

"ეს გამოწვეულია იმ მიზეზიდან, რომ საქართველოში ტურისტული კომპანიებისა და გიდების ლიცენზირება არ არსებობს. ეს თუ არ დარეგულირდა სახელმწიფოს მხრიდან, კერძო სექტორი ამას ვერ დაარეგულირებს. ძალიან მალე თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და გახშირდა, ტუროპერატორები გაქრებიან და საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი არ ეყოლება",- აცხადებს ნინო კეკელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები