მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადება Airbnb-ს თემაზე

5bc873d11f05e
BM.GE
18.10.18 15:50
1070
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ან გადასახადების შემოღებას გეგმავს, არ შეესაბამება სიმართლეს", - ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერთიფიცირების, სასტუმროების ლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის არსებობას, მათ შორის აპარტამენტებისა და ბინების გაქირავების სახით - ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.

რა განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ? - იხილეთ ვიდეო 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები