მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის გავითარების ფონდი მოსახლეობის გადამზადებისთვის რეგიონალურ ტრენინგ ცენტრებს შექმნის

57f358d604d3c
BM.GE
04.10.16 10:43
1422
თანაინვესტირების ფონდმა „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია გამართა. ფონდი ამ ეტაპზე ტურისტულ სეგმენტში 680 მილიონი დოლარის 8 პროექტს ახორციელებს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონალური ტრენინგ ცენტრის შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება.

"ფონდის ერთ-ერთი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში", - განმარტავენ ფონდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები